1 ნოემბერს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ახალი საგანმანათლებლო ცენტრის გახსნის შესახებ ამცნო საზოგადოებას.
ცენტრში პირველად დაიწყებს ფუნქციონირებას ორი ახალი პროგრამა: “თოჯინების ისტორია” და “ნინგიო იოპონური თოჯინა”.
ღონისძიებაზე ასევე მოხდა გაერთიანების ვებ-გვერდზე: tbilisimuseumsunion.ge ჩაშვებული ვირტუალური სამუზეუმო თამაშის პრეზენტაცია, ვიქტორინა, რომელიც დამთვალიერებელს კიდევ უფრო დაახლოებს მუზეუმებთან.
დღეისათვის გაერთიანების მუზეუმებში მიმდინარეობს 30-მდე სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს სამუზეუმო ნივთებით მდიდარ გარემოში ცოდნის გაღრმავების უნიკალურ შესაძლებლობას. ინტერაქციისა და პრაქტიკული თამაშების მეშვეობით, პროგრამის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ დაიკმაყოფილონ საკუთარი ცნობისმოყვარეობა, გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება.
ახალი საგანმანათლებლო ცენტრის მისმართია: თბილისი, დიმიტრი ბაქარაძის ქ. 10 (ზ. ფალიაშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმის 1 სართული).
საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა
