თოჯინების ისტორია

tojinebis istoria 11111 - თოჯინების ისტორია

ალბათ, ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ, როდის გაჩნდა პირველი სათამაშო..

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სათამაშო კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან არსებობდა და ყველა ერი მას თავისებურად ქმნიდა.
მაგალითად, ეგვიპტელები მათ ხისგან ამზადებდნენ, იაპონელები – ქაღალდისაგან, გერმანელები კი – ფაიფურისაგან.

რაც შეეხება საქართველოს, „დედოფალას“, როგორც მაგიური საშუალების გამოყენება და საკულტო წარმოდგენასთან მისი დაკავშირება, გავრცელებული მოვლენაა საქართველოში.

სიტყვა „დედოფალა“ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით განმარტებულია, როგორც ბავშვის ან საერთოდ ადამიანის მსგავსად გაკეთებული სათამაშო.

საინტერესოა, როგორ ამზადებდნენ ტრადიციულ დედოფალებს საქართველოში?

☑ თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „თოჯინების ისტორია“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

✥ საინტერესო ფაქტებს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ;
✥ სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიებს;
✥ ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორიას;
✥ გაეცნობიან მეთოჯინის პროფესიას;
✥ პროგრამის ბოლოს კი, მონაწილეები თავად შექმნიან ქართულ ტრადიციულ დედოფალებს.

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ შაბათი, 15:00 საათი
◈ ქ.თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10 (საგანმანათლებლო ცენტრი)
◈ ღირებულება: 5ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 5155773