თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 19 ოქტომბერს, ღონისძიებათა ციკლს „თანამედროვე ზღაპარი – ნახატი ფილმი“ გაიმართა შეხვედრა „ქართული მულტიპლიკაცია წარსულიდან დღემდე“.
რა როლი ითამაშა ქართულმა მულტიპლიკაციის არსებობამ საზოგადოებაში და როგორი განვითარება ჰპოვა 20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დღემდე. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა საღამოს სტუმარმა, მულტიპლიკატორმა ლადო სულაქველიძემ.
მან ასევე აჩვენა საკუთარი ნამუშევრებიც. ბოლოს კი სტუმრებმა შექმნეს ანიმაციური ფაზები ერთ კონკრეტულ სიუჟეტზე.
„თანამედროვე ზღაპარი – ნახატი ფილმი“ – ლადო სულაქველიძე
