ტფილისური ფოტოსალონები

ფოტოსალონები111 - ტფილისური ფოტოსალონები

ფოტო ინახავს წამს..და ფოტო ინახავს მთელ ეპოქას..

ალბათ, ჩვენ ყველას მოგვეპოვება არქივს შემორჩენილი სალონური ფოტოები, რომლებიც ამბებს მოგვითხრობენ – ერთი ფოტო ათას სიტყვას უდრის.

ფოტოგრაფია – ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და სინათლით ხატვის ტექნიკას ნიშნავს. ფოტოგრაფია მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა საფრანგეთში, როდესაც ფრანგმა ფიზიკოსებმა გამოსახულების მიღებისა და შენახვის ხერხი აღმოაჩინეს.

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ტფილისური ფოტოსალონები“.

პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით კი, ნახავენ და მოისმენენ:

პირველი ფოტოსა და ფოტოაპარატის შექმნის ისტორიას;
ფოტოაპარატების განვითარების ეტაპებსა და სურათების გადაღების ტექნიკებს;
ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებსა და მათ ღვაწლს ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში;
პროგრამა დასრულდება სახალისო ფოტოსესიით.

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, გ.ჩახრუხაძის ქ. 17
◈ ოთხშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573