ოთხი თვალით დანახული სამყარო

თვალით დანახული სამყარო11 - ოთხი თვალით დანახული სამყარო

ქალაქ ფლორენციაში ერთ-ერთ საფლავის ქვას აწერია:
„აქ განისვენებს სადვინო და არმაგო ფლორენცი, სათვალეების გამომგონებელი, ღმერთმა შეუნდოს ცოდვები. 1317 წელი.“

არქეოლოგების აზრით, უძველესი სათვალეები ნაპოვნია ეგვიპტის მერვე დინასტიის ფარაონის, ტუტანხამონის სარკოფაგში.
ეს იყო ზურმუხტის ორი, ძალიან თხლად გაქლიბული ნატეხი, რომლებიც შეერთებული იყო ბრინჯაოს ფირფიტებით.

სათვალე დღეს ერთ-ერთი მოდური აქსესუარია, მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ ნივთის შექმნის ისტორია.

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას
„ოთხი თვალით დანახული სამყარო“.

პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

პირველი სათვალის აღმოჩენის ისტორიას;
სათვალეების შექმნის საინტერესო ფაქტებს;
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სათვალეებს;
პროგრამა დასრულდება სახალისო ვიქტორინით.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ. N 83/23
◈ ოთხშაბათი,15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573