კედლების ენა

111 - კედლების ენა

გიგზავნი გზავნილს ნახატებით,
გამოვხატავ ჩემს შინაგან მდგომარეობას და განცდებს,
გიყვები ამბებს და გიწვევ ვიზუალურ დიალოგში,
ამისთვის ვიყენებ კედლებს…

სთრითარტისტები „ღამურები“ არიან…
მზის ჩასვლის შემდეგ იწყებენ საკუთარი აზრებისა და შეგრძნებების გადატანას ურბანულ გარემოში..
მზის ამოსვლისას კი, გამვლელი საკუთარ ფიქრებს, მისწრაფებებს, ოცნებებსა და ღირებულებებს კედლებზე ხვდება..

მაგრამ ქუჩის მხატვრობა ბევრ ქვეყანაში კანონდარღვევაა..
მოდი, ერთად ვიმსჯელოთ ქუჩის მხატვრობაზე, როგორც აქტზე: ვანდალიზმია ის, თუ ხელოვნება – როგორც სოციალური პროცესი და ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და საინტერესო გზა – კვალი დაამჩნიო ურბანულ სივრცეს და კედლებს, რომლებიც ადამიანთა ხმებით იჟღინთება..

☑ თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „კედლების ენა“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში და მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალა, რომელთა გამოყენებითაც ნახავენ და მოისმენენ:

კედლის მხატვრობის უძველეს ნიმუშებს;
ქუჩის მხატვრობის წარმოშობის ისტორიას;
ქართველ და უცხოელ ქუჩის მხატვართა შემოქმედებას;
პროგრამის ბოლოს მონაწილეები თვითონ შექმნიან მხატვრულ ნიმუშებს.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10
◈ პარასკევი,15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573