გააცოცხლე ექსპონატი

111 - გააცოცხლე ექსპონატი

დაფიქრებულხართ, რატომ და როგორ ხდება ჩვეულებრივი ნივთი სამუზეუმო ექსპონატი?
და ერთი შეხედვით მშვენიერ, მარტივ, სადა და მოხდენილ ნივთს როგორ შეუძლია მოყვეს მთელ იმ ეპოქას, როცა ის დაიბადა?

იცით, ექსპონატად ქცეული ნივთები, ხშირად, ჩუმი მოსაუბრეები არიან, მაგრამ თავიანთ თავში უამრავ ისტორიას იტევენ..
ზოგიერთი მათგანი უკარებაა, ზოგი კი – თავმდაბალი.
უყვართ დაკვირვებული თვალი, თუმცა, შეხებას ერიდებიან..

☑  თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას
„გააცოცხლე ექსპონატი“.

ეს არის პროგრამა, რომელიც დროში გამოგზაურებთ..

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი სხვადასხვა ექსპონატების საინტერესო ისტორიებს.
პროგრამის ბოლოს მონაწილეები თავად შექმნიან სამუზეუმო ექსპონატებს.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მაქსიმალური რაოდენობა: 25
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17
◈ ხუთშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573