ნინო ბრაილაშვილი (1899-1991)

27657967 585358288467015 1740959520625961297 n 1 - ნინო ბრაილაშვილი (1899-1991)

ბავშვობიდან იტაცებდა ხელოვნებისადმი განსაკუთრებული ინტერესი, ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ გიმნაზიის დასრულებისთანავე დაიწყო ხატვის პროფესიული შესწავლა, ჯერ ნატიფ ხელოვნებათა ხელშემწყობ კავკასიის საზოგადოების სკოლაში, შემდგომ კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ხატვის სიყვარულს, მოგვიანებით ისტორიის გატაცებაც დაერთო და ნინო ბრაილაშვილმაც მუშაობა საქართველოს ისტორიის მუზეუმის ეთნოგრაფიულ განყოფილებაში დაიწყო მხატვრად. ბუნებრივია, ამას მოჰყვა ექსპედიციები.

ახალგაზრდა ხელოვანმა თითქმის მთელი საქართველო შემოიარა, ნახა დაღესტნის სოფლებიც და უამრავი ჩანახატი შეასრულა. ეს ნამუშევრები ერთდროულად მხატვრული ღირებულების მქონე დამოუკიდებელი გრაფიკული ნაწარმოებები და ამასთან  ზუსტი ეთნოგრაფიული მახასიათებლების შემცველი დოკუმენტაცია იყო. სწორედ ეს სინთეზი მხატვარ-ეთნოგრაფისა, აღმოჩნდა გადამწყვეტი, როცა თინა თუმანიშვილმა მას ეროვნული ხასიათის თოჯინის შექმნა შესთავაზა.

ნინო ბრაილაშვილს ეკუთვნის თოჯინა-კვახურების (თავები მწარე კვახისაა) შექმნის იდეაც. თითოეული მათგანი, თავისი ჩაცმულობითა და ზოგადი სტილისტიკით საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელს განასახიერებს.