არჩილ ბაჩო ცანავას საჩუქარი – თოჯინა ,,შეწყვეტილი სიმღერა”

34076038 1682723508429652 5759397439941378048 n - არჩილ ბაჩო ცანავას საჩუქარი - თოჯინა ,,შეწყვეტილი სიმღერა”

2018 წლის 18 მაისს არჩილ (ბაჩო) ცანავამ თბილისის მუზეუმების გაერთიანება – თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმს უნიკალური თოჯინა „შეწყვეტილი სიმღერა“. ბაჩო ცანავა თოჯინებს 10 წლიდან ძერწავს. მეთოჯინეობის ხელოვნება იტალიაში დახვეწა, სადაც საქართველოში ვატიკანის ელჩის დახმარებით მოხვდა. მის მიერ დამზადებული თოჯინები საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმსა და ბათუმის მუზეუმებში ინახება.

თოჯინა „შეწყვეტილი სიმღერა” 2017 წელს შეიქმნა მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული გამოფენისათვის „მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე”. გამოფენა თბილისის მუზეუმების გაერთიანება – თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 30-მდე მეთოჯინის ნამუშევარი.

თოჯინა „შეწყვეტილი სიმღერა” შერეული მასალისგანაა დამზადებული. როგორც ავტორი არჩილ ბაჩო ცანავა ამბობს, თოჯინა ემოციური უნდა ყოფილიყო – ,,ხელში ხის ფანდური უჭირავს და უყურებს იმას, ვინც სიმღერა შეაწყვეტინა. ამიტომაც ვუწოდე შეწყვეტილი სიმღერა. თავდაპირველად აქცენტი პიეროს პერსონაჟზე იყო გაკეთებული, მაგრამ მუშაობის პროცესში ემოციასთან ერთად მოქმედებაც გამოისახა, რამაც თოჯინა ემოციურად გააცოცხლა.”