თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ – მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმში 26 მაისს ტრადიციულად აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღე.
მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში გამოიფინა მუზეუმში დაცული მერაბ კოსტავას ათწლიანი ციმბირული გადასახლების პერიოდის ეპისტოლარული ფონდის ნაწილი – პირადი წერილები, ამონარიდები და სხვა მემორიალური ნივთები.
მემორიალური მუზეუმის ეზოში, რომელიც ,,მერაბის ეზოდაა” ცნობილი გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს:
ექსპოზიციის პარალელურად, მუზეუმის ისტორიულ ეზოში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა თემატური გამოფენა მოეწყო.
გაბრიელ-ბეგი მამალაძის სახელობის კულტურულ – საგამანათლებლო ფონდის ორგანზებით ჩატარდა კლასიკური მუსიკის საღამო. ქალაქ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობისცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“მოსწავლეები შეასრულეს ნაწარმოებები მსოფლიო კლასიკოსთა რეპერტუარიდან.
გამომცემლობა არტანუჯის მიერ გამოცემული წიგნის „79 ამბავი მერაბ კოსტავას შესახებ“ – წიგნის პრეზენტაცია.