თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, მუზეუმების კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული“ მოეწყო. პროექტი ა(ა)იპ „თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან’’ ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა და მისი მიზანი გახლდათ მონაწილეების ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში და სამუზეუმო ფონდების გამოყენებით ინტეგრირებული სწავლებისთვის ხელშეწყობა.
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს თამარ ტალიაშილი და დეპუტატები თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში უმასპინძლებენ და მათ სიგელებით დააჯილდოვებენ.
პროექტში ,,თბილისის მუზეუმების კვირეული” მონაწილეობა 400-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო.
მუზეუმების გაერთიანების მისია, ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. თანამედროვე მუზეუმებმა უნდა გააფართოოს თავისი თვალსაწიერი და პრიორიტეტად კოლექციასთან ერთად დამთვალიერებელი აქციოს.
კვირეულის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილი პროექტის მონაწილეებს ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შეხვდნენ.