გამოცემა: თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი

tojinebi projects - გამოცემა: თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი

2018 წლის 18 მაისს, მუზეუმების კვირეულის ფარგნებში თბილისის მუზეუმების გაერთიანების ახალი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში წარმოდგენილია თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში დაცული ექსპონატები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოძიებული და შეკრებილი ძველი ქართული თამაშები, სათამაშოები და ისეთი ფაქტები, რომელიც უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის.
პუბლიკაცია ორენოვანი გამოცემაა, რომელიც თავისი ფორმით, შინაარსითა თუ მნიშვნელობით, საეტაპო გამოცემას წარმოადგენს და მხატვარ დიზაინერ ნინო ანდრიაშვილის მიერ მხატვრულადაა გაფორმებული-მასში წარმოდგენილი უნიკალური ექსპონატები, ფოტოები და ეთნოგრაფიული მასალა დაცულია თბილისის მუზეუმების გაერთიანება – სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში.