ჰიმნი

ფალიაშვილი - ჰიმნი

„ყველაზე დიდი გამოგონება ქვეყანაზე ანბანი, ჰიმნი და დროშაა, რადგან სამთავე თავისუფლების სათავეა“ – წერდა  ნოდარ დუმბაძე.

წარმოუდგენელია სახელმწიფო ჰიმნის გარეშე. დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს იმაზე მეტად ცნობილი ნაციონალისტური  ჰიმნები, როგორიცაა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების.
ისინი პატრიოტული სიმღერებია, რომლებსაც კარგად იცნობენ მთელ მსოფლიოში, როგორც ქვეყნის იდენტობის ნაწილს.
ჰიმნი, საუკეთესო  შემთხვევაში  ერის  უპირველეს მუსიკალურ ჰიტად უნდა იქცეს, ის აუცილებლად მოგვითხრობს ამბავს.
თითოეულ ამბავს კი გააჩნია თავისი მესიჯი, ზოგჯერ ფარული, რიგ შემთხვევაში კი, საკმაოდ აშკარა.

გაინტერესებთ, როგორი გზა განვლო საქართველოს ჰიმნებმა დღემდე….?

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ჰიმნი”.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

„ჰიმნის“, როგორც მუსიკალური ჟანრის ისტორიასა და სპეციფიკას;
სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნებს;
საქართველოს ძველ და ახლანდელ ჰიმნებს; 
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თავად შეასრულონ საქართველოს ჰიმნი;
პროგრამა დასრულდება სახალისო ვიქტორინით.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. 10;
◈ ოთხშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573