ფოლკლორის სამყარო

.jpg - ფოლკლორის სამყარო

1903 წლის ივლისში ზაქარია ფალიაშვილი სვანეთში გაემგზავრა. მანამდე კი  ქუთაისში შეუვლია ნათესავთან, რომელსაც ფონოგრაფი აჩვენა, მაგრამ ნათესავისთვის იმდენად დაუჯერებელი იყო ფონოგრაფის მეშვეობით სიმღერების ჩაწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილი შეჰპირდა, ექსპედიციიდან პირდაპირ მასთან მივიდოდა და მოასმენინებდა ჩანაწერებს.
მართლაც ექსპედიციის შემდეგ კომპოზიტორი მივიდა თავის ნათესავთან, რომელმაც მას დაახვედრა  მეზობლები და ყველანი განცვიფრებით უსმენდნენ ფონოგრაფის მეშვეობით ჩაწერილ სვანურ სიმღერებს.

და მაინც, როგორ მოაღწია ჩვენამდე ქართულმა ხალხურმა სიმღერამ?

ამ და სხვა საინტერესო კითხვაზე, რომელიც ქართული ფოლკლორის სამყაროს უკავშირდება, მოისმენთ გა_საოცარ პასუხებსა და ამბებს, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებენ..

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ფოლკლორის სამყარო“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ საინტერესო ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური საკრავების ჟღერადობას და გაეცნობიან მათი შექმნის ისტორიას;
მოისმენენ ქართულ ხალხურ სიმღერებს საკრავების თანხლებით;
პროგრამა დამთავრდება გუნდებს შორის სახალისო შეჯიბრებებით.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. 10
◈ პარასკევი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573