ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ და რა საშუალებებით გაევრცელებინათ თავიანთი ნააზრევი.
თავდაპირველად ყველაფერი ხელნაწერების საშუალებით ვრცელდებოდა.
მაგრამ დროთა განმავლობაში ხელწერა ბეჭდვამ ჩაანაცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნის 80-ანი წლების ბოლოდან საბეჭდი მანქანის მოხმარება მოძველებულად ითვლება, ერთ დროს ის ძალიან საჭირო და სასარგებლო ნივთს წარმოადგენდა.
მასზე იბეჭდებოდა მთელი რიგი ჩვენი საყვარელი წიგნებისა და არა მარტო წიგნებისა…
☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „საბეჭდი მანქანის ისტორია“.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:
✥ საქართველოს უშიშროების არქივში დაცულ ფოტომასალასა და 1956 წლის საიდუმლო პროკლამაციას;
✥ მსოფლიო ბეჭდვითი კულტურის ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი განვითარების ისტორიას;
✥ პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს საშუალება ექნებათ ძველი საბეჭდი მანქანის საშუალებით დაბეჭდონ სასურველი ტექსტი და გაეცნონ მისი მოქმედების ძირითად პრინციპებს.
მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ხუთშაბათი, 15:00 საათი
◈ თბილისი, ზანდუკელის ქ. 1
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01