საკარნავალო ნიღბები

ნიღბები - საკარნავალო ნიღბები

მეჯლისი თუ თეატრალური სანახაობა ნიღბების გარეშე წარმოუდგენელია. რაც უფრო უჩვეულოა ნიღაბი, მით უფრო ძნელია გამოიცნო, ვინ იმალება მის მიღმა. ის ათანაბრებს ყველას, ვინც მას ატარებს.

ნიღბიანი მსახური შეიძლება კეთილშობილ ბატონად მიიღოთ, ბატონი კი მსახურად.

ნიღბების პოპულარობას ვენეციის კარნავალი მოწმობს, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს.  კარნავალი იხსნება უძველესი ვენეციური დღესასწაულით და  მეკობრეების მიერ შეპყრობილი ვენეციელი გოგონების განთავისუფლებას ეძღვნება.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „თეატრალური ნიღბები“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

✥ ისტორიებს უძველესი ქართული თეატრალური სანახაობების შესახებ;
✥ ვენეციური ნიღბების ისტორიებს;
✥ პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად შექმნან თეატრალური ნიღბები.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 8 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ სამშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23
◈ 577 27 00 45 | (032) 2 30 50 01