თეატრალური ნიღბები

ნიღბები ჭაბუკიანი - თეატრალური ნიღბები

მეჯლისი თუ თეატრალური წარმოდგენა ნიღბების გარეშე წარმოუდგენელია.
რაც უფრო უჩვეულოა ნიღაბი, მით უფრო ძნელია გამოიცნო, ვინ იმალება ნიღბის უკან.

ისინი ათანაბრებდნენ ყველას, ვინც მათ ატარებს.
ნიღბიანი მსახური შეიძლება კეთილშობილ ბატონად მიიღოთ, ბატონი კი – მსახურად.

ნიღბები იმდენად პოპულარულია, რომ მას ვენეციაში ულამზესი კარნავალი ეძღვნება.
მასში მონაწილეობის მისაღებად ათასობით ტურისტი მიემგზავრება.
ვენეციის კარნავალი იხსნება უძველესი ვენეციური დღესასწაულით, რომელიც  მეკობრეების მიერ შეპყრობილი ვენეციელი გოგონების განთავისუფლებას ეძღვნება.

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „თეატრალური ნიღბები“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

ისტორიებს უძველესი ქართული თეატრალური სანახაობების შესახებ;
ვენეციური ნიღბების ისტორიებს;
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თავად შექმნან თეატრალური ნიღბები.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ. 83/23
◈ სამშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573