თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ შეიძინა რუბენ აკოფოვის მიერ მომზადებული ფოტო-დოკუმენტური მასალა.
ფოტო-დოკუმენტური მასალა მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა ნიკოლოზ ბარათაშვილის ბეჭდური გამოცემების, ასევე ძველი თბილისის ფოტო-კადრებით, რომელიც ასევე დაკავშირებულია ნიკოლოზ ბარათაშვილთან, მის სახლთან და ორბელიანებთან.
მათ შორისაა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშთის დიდუბის პანთეონიდან გადასვენება ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში 1938 წლის 15 ოქტომბერს.