,,ლამბალო და ყაშას” თურქულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია

28660874 596411237361720 6575770156191636865 n - ,,ლამბალო და ყაშას'' თურქულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში თურქეთში მცხოვრები ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და მთარგმნელის ფარნა-ბექა ჩილაშვილის (Parna-Beka Çilaşvili) ახალი თარგმანის ,,ლამბალო და ყაშას” (“Lambalo ve Kaşa”) პრეზენტაცია გაიმართა.

მიხეილ ჯავახიშვილის მცირე რომანი “ლამბალო და ყაშა” (“Lambalo ve Kaşa”) ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობითა და თურქული გამომცემლობის – Paris Yayınları მიერ გამოიცა.

აღსანიშნავია, რომ ფარნა-ბექა ჩილაშვილს ეკუთვნის მიხეილ ჯავახიშვილის პიკარესკული რომანის ,,კვაჭი კვაჭანტირაძე” ( “Madrabaz Kvaçi”) თურქულენოვანი თარგმანიც.

წარადგინეს:
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი;
ფარნა-ბექა ჩილაშვილი და
ნინო პოპიაშვილი