27 თებერვალს, ვახტანგ ჭაბუკიანის 108 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გამოფენა ,,ვახტანგ ჭაბუკიანი 108’’ გახსნა.
გამოფენა გახსნა: თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ და მოცეკვავე და მსახიობმა არჩილ სოლოღაშვილმა. ისაუბრეს: ქართულ ქორეოგრაფიაზე და მისი განვითარების ეტაპებზე. ვახტანგ ჭაბუკიანზე, როგორც რეფორმატორზე ქართულ საბალეტო ხელოვნებაში, ქორეოგრაფსა და პედაგოგზე.