თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურმა ბინა-მუზეუმმა 2018 წლის 26 თებერვალს წიგნის სახლში ,,ლიგამუსი’’ უმასპინძლა ლექციას თემაზე: ,,თვითმფრინავის ბიჭები – ეპოქის ჭრილში’’
„თვითმფრინავის ბიჭები ეპოქის ჭრილში“ ერთგვარი გაგრძელებაა 18 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიებისა და მიეძღვნა სოსო წერეთლის ხსოვნას. სოსო წერეთელი იმ შვიდ ახალგაზრდას შორის იყო, ვინც 1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავით თურქეთში გაქცევას შეეცადა. თვითმფრინავის გატაცების მცდელობისთვის საბჭოთა ხელისუფლებამ ყველანი სასტიკად დასაჯა. სოსო წერეთელი ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა. ამბობდნენ, რომ მასთან ექიმიც კი არ მიუშვეს. მისი საფლავის ადგილმდებარეობა დიდხანს არ იყო ცნობილი. გია ტაბიძე თვითმფრინავშივე გარდაიცვალა. დათო მიქაბერიძემ თბილისის აეროპორტში მოიკლა თავი. ძმები ივერიელები, გეგა კობახიძე და მამა თეოდორე (რომელიც თვითმფრინავში არც იმყოფებოდა), სიკვდილით დასაჯეს. თინა ფეტვიაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იმ დღეს აეროპორტში 7 ადამიანი დაიღუპა.
1 მარტი სოსო წერეთლის დაბადების დღეა.
ლექციის მოწვეულმა სტუმრებმა ლევან ბერძენიშვილმა და ლაშა ბუღაძემ ისაუბრეს წითელი რეჟიმის ვერდიქტსა და თავისუფლების მნიშვნელობაზე.