თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ – მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების საუკუნოვანი იუბილე აღნიშნა საჯარო ლექციით: ,,თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის დილემა 1918-1921წ.წ.’’
ღინისძიების სტუმარმა ზვიად მიმინოშვილი ისაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921წ.წ.) შექმნისა და ცხოველქმედების ისტორიულ მნიშვნელობაზე, როგორ წარმოშობს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ერის ისტორიულ პასუხისმგებლობას და როგორ განაპირობებს ეს ორი სუბსტანცია ქვეყნის სოციალურ-კულტურულ განვითარებას.