აბესალომ და ეთერი

40 gv - აბესალომ და ეთერი

21 თებერვალს თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ოპერის ,,აბესალომ და ეთერი’’ პრემიერის დღე აღნიშნა.

ღონისძიება მიეძღვნა რეჟისორის გიზო ჟორდანიას ხსოვნას, რომელმაც სხვადასხვა დროს ოთხჯერ განახორციელა ოპერის ,,აბესალომ და ეთერი’’ დადგმა:
საარბრიუკენის ოპერის თეატრი, 1976წ.;
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, 1977წ.;
ბათუმის თეატრი, 1993წ;
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, 2016წელს. სწორედ, ამ უკანასკნელით, გაიხსნა განახლებული თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი. აღნიშნული დადგმა, წარმოადგენს რეჟისორის ბოლო ნამუშევარს.

ღონისძიების სტუმრები გახლდნენ, ოპერის ,,აბესალომ და ეთერი’’ აღნიშნული დადგმების მონაწილეები:
1977 წელი – მედეა ამირანაშვილი, ელდარ გეწაძე, მარიცა მაღლაფერიძე
1993 წელი – ალეკო ხომერიკი, დავით მუქერია, ბადრი მაისურაძე
2016 წელი – ზაზა აზმაიფარაშვილი, გოგი ალექსი-მესხიშვილი, თემურ გუგუშვილი, თამარ ჯავახიშვილი, ხათუნა ჭოხონელიძე, არმაზ დარაშვილი, ნიკა ლაგვილავა, დარეჯან მახაშვილი, ვიკა ჩაპლინსკაია და სხვ.
გოგი ალექსი-მესხიშვლიმა ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა, მურმანის კოსტუმის ესკიზი, 2016 წლის დადგმიდან.
შესრულდა ფრაგმენტები ოპერიდან ,,აბესალომ და ეთერი’’.