სალონური შეხვედრები – სალონი, როგორც ლიტერატურული, ფილოსოფიური და პოლიტიკური წრის წარმომადგენელთა შეხვედრის ადგილი, ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა. საუკუნეების მანძილზე სალონურ ცხოვრებას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ეს იყო გარემო, სადაც იკრიბებოდნენ საერთო ინტერესების, გემოვნებისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანები. სწორედ სალონში ხდებოდა მათი შემოქმედებითი ნიჭიერების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა. სალონში ხშირად იმართებოდა პოეზიის საღამოები, კონცერტები, თამაშობები.
ნიკოლოზ ბარათაშვილი თავისი მოღვაწეობით უკავშირდება იმ ეპოქას, როდესაც საქართველოში თანდათან მკვიდრდება ევროპული ცხოვრება და მიმართულებები, როგორც ლიტერატურაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზმა, რომელიც ასახავს ეპოქის სახეს, კერძოდ, გაცოცხლებულია სალონური ტიპის გარემო, მოგვცა საშუალება აღგვედგინა სალონური შეხვედრები და მუზეუმი ჩართულიყო მიმდინარე კულტურულ და ლიტერატურულ პროცესებში.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულში, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2018 წლიდან ეწყობა შემოქმედებითი საღამოები, რომლებსაც აქვს ინტერაქტიული ხასიათი, სადაც სტუმრები არა მხოლოდ საკუთარ შემოქმედებას აცნობენ აუდიტორიას, არამედ მსჯელობენ მიმდინარე პროცესებზე.
- 01.2018 – ზაზა შათირიშვილი „ბარათაშვილის მეტაფიზიკა“
- 01.2018 – „პოეზიის კარნავალი“ (ილიაუნის პოეზიის კლუბის წევრები)
- 01.18 – ლიტერატურული სალონი (პიანისტები: ლექსო პირმისაშვილი, ირმა გიგანი, თაკო ჯინჭარაძე, თემო ნათიბაძე, პოეზიის კლუბის წევრები: ალექსანდრე ჯიქია, სოფო სამხარაძე, მაკო გრინი, თამარ სუბელიანი)
- 08.18 – ზურაბ კაცელაშვილი
- 10.18 – გურამ ბენაშვილი „საუბრები რომანტიზმზე – გრიგოლ ორბელიანი“
- 11.18 – „ფიქრს შეუძლია“ (ახალგაზრდა ავტორებთან შეხვედრა: ნინო გოგნაძე, გიორგი ქათამაძე, ანა დოგუზოვა, თეკლე გაბელაია, მარიამ მოქია)
- 12.18 – „მშვენიერება ნათელია ზეცით მოსული“ ( ბარათაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა, არტისტები – თეიმურაზ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, სტუდენტები ნინო მანძულაშვილი, გიორგი ალექსანდრია)
- 04. 18 – თამარ შარაბიძე „ნიკოლოზ ბარათაშვილი“
- 02.19 – „ჰოი, საყურეო“ (ქეთევან შენგელია, მიხეილ ღანიშაშვილი, ეთერ თათარაიძე
- 10.019 – შეხვედრა პოეტ გერტ რობერტ გრიუნერტთან
- 02.20 – შეხვედრა ვახტანგ ჯავახაძესთან
- 07.20 – თათია მთვარელიძე-„თარგმნის ალქიმია“
- 07.20 – შეხვედრა გივი ალხაზიშვილთან
- 07.20 – ილია ნიკაჭაძე – „სიყვარულის ფსიქოლოგია“
- 09.20 – შეხვედრა ცირა ყურაშვილთან
- 10.20 – შეხვედრა გიორგი ლობჟანიძესთან