თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის ლევან ცხადაძის საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე ,,პუბლიკა და კრიტიკა”
ლევან ცხადაძე „თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის“ დამაარსებელი და დირექტორი, ასევე, „ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალის“ დამფუძნებელია.
ლექციის მიზანი იყო აუდიტორიას (ახალგაზრდებს) შექმნოდათ წარმოდგენა თანამედროვე განათლების მნიშვნელობაზე მხატვრულ ქმნილებათა აღქმისთვის. ასევე მოვისმინეთ რამდენიმე მოსაზრება ხელოვნების, კერძოდ კი, ინსტრუმენტული მუსიკის ობიექტური შეფასების კრიტერიუმების და პროფესიონალური კრიტიკის შესახებ.