თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ,,ნიჭიერთა ათწლედის” საკონცერტმეისტერო და კამერული ანსამბლის განყოფილებების საჩვენებელი კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ვოკალური და ინსტრუმენტული ნაწარმოებები.