ამომავალი მზის სახლი – შემოქმედებითი საღამო

10 დეკმებერი - ამომავალი მზის სახლი - შემოქმედებითი საღამო

ახალგაზრდულმა ჯგუფმა – ,,ამომავალი მზის სახლი”, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში შემოქმედებითი საღამო გამართა, ფორმატით – პოეზიის თეატრი.

ღონისძიების თემა გახლდათ: ,,მძიმეა ტვირთი”
თეატრალურად გაფორმებული გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება.
ღონისძიება დატვირთული იყო მუსიკალური კომპოზიციებით.

ფოტოების ავტორი: როლანდ მენთეშაშვილი