2017 წლის 4 დეკემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ პოეტის მეორასე დაბადების დღეზე საზეიმოდ გაიხსნა.
რეექსპოზიციის მიზანია, კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებით, როგორიცაა ანიმაციური მეთოდები, ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას.
თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა განახლებულ მუზეუმში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიის ისეთი ნიმუშების მნიშვნელოვნება, როგორებიცაა 3D ანიმაცია.
2017 წელი აღსანიშნავია იმითაც, რომ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ UNESCO ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებათა ნუსხაში შეიტანა.