,,თვითმფრინავის ბიჭები – თაობათა პოზიცია”

3 - ,,თვითმფრინავის ბიჭები – თაობათა პოზიცია”

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი წიგნის სახლში ,,ლიგამუსი” 1983 წლის 18 ნოემბრის მოვლენებს თემით ,,თვითმფრინავის ბიჭები – თაობათა პოზიცია”  გამოეხმაურა.

1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით დასავლეთში მოხვედრა სცადა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი – ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო. დანარჩენებს კი, სასჯელის უმაღლესი ფორმა – დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი აღსრულდა 1984 წლის 3 ოქტომბერს.

ღონისძიების მოწვეული სტუმრები იყვნენ ნათელა მაჭავარიანი (გეგა კობახიძის დედა), ვახო ჩაჩანიძე (ფილმი ,,მძევლების“ მსახიობი), გოჩა ჯაფარიძე (ივავე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი), ნინო ენუქიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი), სოფო ყანჩაშვილი (ივავე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი) და ანი კვირიკაშვილი (ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი).