თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა ნინო სანადირაძემ სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა. მან ისაუბრა თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიაზე, მუზეუმების ახალ როლზე თანამედროვე საზოგადოებაში, როგორიცაა ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. მუზეუმის ფუნქციიდან და მიზნებიდან გამომდინარე მისი საქმიანობა გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა, ორიენტირებულია სამუზეუმო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე. მან, ასევე ისაუბრა მოხალისეების ჩართულობას მუზეუმების ცხოვრებაში და მონაწილეობას სხვადასხვა პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
შეგახსენებთ, რომ სტაჟირების პროგრამა ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს მოხალისეობრივ ჩართულობას მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში. სტაჟირების დამთავრების შემდეგ გაიცემა რეკომენდაცია და სერთიფიკატი.
ამ დროისათვის, სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 14 სტაჟიორი.