მათეუშ პენიონჟეკის შემოქმედებითი საღამო

22310609 529475830721928 8909850586048086885 n - მათეუშ პენიონჟეკის შემოქმედებითი საღამო

2017 წლის 13 ოქტომბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში  ასოციაცია „Georgia for Friends’’-ის ეგიდით გაიმართა პოლონელი თანამედროვე მწერლის, პოეტისა და კომპოზიტორის მათეუშ პენიონჟეკის შემოქმედებითი საღამო.

მათეუშ პენიონჟეკი დაიბადა 1952 წელს, იგი ცნობილი პოლონელი მწერალი, პოეტი და კომპოზიტორია. მას 20-ზე მეტი პოეტური კრებული და 15-მდე საბავშვო წიგნი აქვს გამოცემული. მისი წიგნები ნათარგმნია ლიტვურ, უკრაინულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. იგი ქმნის მუსიკასა და საგალობლებს. გარდა ამისა მათეუში არის მაჩეი მალეცკის კანტატის „გაზაფხული-ზაფხულის“ლიბრეტოს ავტორი.

ასოციაცია „Georgia for Friends’’-ი 2011 წელს დაარსდა და განხორცილებული აქვს პროექტები როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით.  ასოციაცია მასპინძლობდა მათეუშ პენიონჟეკს და ხელს უწყობს საქრთველოსა და პოლონეთს შორის კულტურულ თანამშრომლობას. შემოქმედებით საღამოში მონაწილეობა მიიღეს  ქართველმა  მუსიკოსებმა  და პოეტებმა.