ანზორ ერქომაიშვილის ლექცია თემაზე: „ქართული გალობა“

IMG 5836 - ანზორ ერქომაიშვილის ლექცია თემაზე: „ქართული გალობა“

2017 წლის 13 ოქტომბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართა მუსიკოსისა და ფოლკლორისტის ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ლექცია თემაზე: „ქართული გალობა“.

13 ოქტომბერს ეროვნული გმირის, ქართველი დისიდენტის, პოეტის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა და მუსიკათმცოდნის მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. მისი მრავალმხრივი შემოქმედება არაერთ საკითხს ეხება, მათ შორისაა ქართული გალობა. ლექციაზე განხილული იყო ბატონი მერაბის მიერ დაწერილი ესსე „საყოველთაო სწავლებისათვის“, რომელშიც იგი ქართული გალობის ჩამოყალიბებისა და განვითარების საკითხებს მიმოიხილავს.

ანზორ ერქომაიშვილი საჯარო ლექციის ფარგლებში ისაუბრა  საბჭოთა პერიოდში ქართული ფოლკლორის მდგომარეობაზე  და მისი განვითარების გზებზე, თბილისის კონსერვატორიაში ფოლკლორის კათედრის დაარსებაზე და ქართული გალობის სკოლის აღორძინების შესახებ.

ლექციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ანსამბლების „დიდგორი“ და „კირიალესა“ მიერ შესრულებული საგალობლები და ხალხური სიმღერები.