მარიამ ალექსიძის ლექცია „მოდერნ ბალეტის აღქმა და გათავისება“

IMG 3752 - მარიამ ალექსიძის ლექცია „მოდერნ ბალეტის აღქმა და გათავისება“

2017 წლის 28 სექტემბერს  თბილისის მუზეუმების გაერთიანების საჯარო ლექციების და შეხვედრების ციკლის  ფარგლებში,  ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში,  ჩატარდა  მარიამ ალექსიძის ლექცია  „მოდერნ ბალეტის აღქმა და გათავისება“

2016 წლიდან  მარიამ ალექსიძის  ხელმძღვანელობით დაფუძნდა ,,გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის კამერული დასი’’. მარიამ ალექსიძე წლებია თანამედროვე  საბალეტო ჟანრში მუშაობს, 2008 წლიდან, როგორც დამოუკიდებელ ქორეოგრაფს, დადგმული აქვს თანამედროვე საბალეტო სპექტაკლები: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის, სამეფო უბნის  თეატრისა სცენებზე.

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში  ჩატარებული  საჯარო ლექციის ფარგლებში, მარიამ ალექსიძე ისაუბრა კლასიკური ბალეტისა და თანამედროვე ბალეტის  ისტორიაზე, თავისებურებასა და განმასხვავებელ  ნიშნებზე.