თბილისის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში 2017 წლის 15 აგვისტოს საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელიც ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად უკვე ჩატარებული ლექციების ციკლის ერთგვარი გაგრძელებაა.
ლექციის თემად ამჯერად შერჩეული იყო: „ვეფხისტყაოსნის გამოცემები და კოლექციები’’. მომხსენებელმა ისტორიკოსმა და ვეფხისტყაოსნის გამოცემათა კოლექციონერმა ლევან თაქთაქიშვილმა.
დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მისცა მისი პირადი კოლექციიდან „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე რარიტეტულ გამოცემას გაცნობოდნენ.