იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში ბატონი ტოშიო კაიტანისა და ქალბატონი ჰარუე კაიტანის საჩუქარი თბილისის მუზეუმების გაერთიანების თოჯინების მუზეუმს.
ჰინა-ნინგიოს მსგავსი ნიმუში თბილისის მუზეუმების გაერთიანების კოლექციებში აქამდე არ ყოფილა დაცული.
წარმოდგენილი ექსპონატი მნიშვნელოვანი შენაძენია მუზეუმების გაერთიანების ფონდებისთვის, რაც კიდევ უფრო გაამდიდრებს მუზეუმის 80 წლიან კოლექციას. თბილიის მუზეუმების გაერთიანება მადლობას უხდის საქართველოს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ბატონი ტოშიო კაიტანისა და ქალბატონი ჰარუე კაიტანის უნიკალური და იშვიათი საჩუქრისთვის.