თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმში პირველად გაიმართა შეხვედრა – ლექცია მუსიკის თანამედროვე შეხედულებებისა და აღქმის შესახებ – შეხვედრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორ, კომპოზიტორ და შემსრულებელ რეზო კიკნაძესთან.
ღონისძიების მიზანი მუზეუმისთვის აქამდე უცხო აუდიტორიის დაინტერესებაა, ახალგაზრდა თაობის მოზიდვა მათთვის საინტერესო თემების საშუალებით.
ლექციის ფარგლებში „ექსტრამუსიკალური მუსიკაში“, კომპოზიტორმა რეზო კიკნაძემ ისაუბრა მუსიკის განვითარების, მისი საზღვრებისა და გამოსახვის საშუალებების გაფართოების შესახებ.
მუზეუმების, როგორც საგანმანათლებლო სივრცე, არაფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ხოლო არაფორმალური განათლების წარმატების პირობაა ურთიერთქმედების ემოციური მხარე, რომელიც ბადებს სამყაროსადმი დამოკიდებულების ან პიროვნების ინტერესთა ცვლილებებს.
რეზო კიკნაძე „ჩემ მუსიკალურ შთაგონებას ვპოულობ სრულიად ექსტრამუსიკალურ რეალობაში, როგორიც არის რაიმე მოცემულობის პარამეტრების გადმოტანა და ე.წ. „მეფინგი“ მუსიკალურ პარამეტრებზე“.