მოდი ღამე მუზეუმში – „პასუხის პასუხი“

IMG 8940 - მოდი ღამე მუზეუმში - „პასუხის პასუხი“

27 მაისს „ღამე მუზეუმში“ საერთაშორისო აქციის ფარგლებში,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართა საღამო „პასუხის პასუხი“. თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ღამის ღონისძიებათა თემად  „მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“ შეარჩია, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ექსპერტთა ჯგუფმა 2017 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღისათვის შეიმუშავა.