26 მაისს თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მერაბ კოსტავას დაბადების დღე ეროვნული გმირის ციმბირული გადასახლების დროინდელი წერილების გამოფენით აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა სოლიკო ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა და აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმაც მიიღეს. მონაწილეები თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ სამადლობელი სიგელებით დააჯილდოვა. გამოფენა დამთვალიერებლისათვის დღის 2 საათიდან საღამოს 6 საათამდე გაგრძელდა.
26 მაისი
