გაიხსნა გამოფენა „ვაჩვენებთ უთქმელს“

1 - გაიხსნა გამოფენა „ვაჩვენებთ უთქმელს“

თოჯინების გამოფენა „ვაჩვენებთ უთქმელს“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოამზადა. ICOM საქართველო 2017-ის თემა გახლავთ „მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“. გამოფენა თბილისის თოჯინების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში 18 მაისს, 16:00 სთ.-ზე გაიხსნა და დამთვალიერებელს 21 მაისის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 სთ.-მდე უმასპინძლებს.

გამოფენაზე წარმოდგენილია თანამედროვე ქართველი პროფესიონალი და დებიუტანტი მეთოჯინეების – ბაჩო ცანავას, არმენ ჰოვჰანისიანის, ალიონა გელოვანის, დენის გონობოლინის, ანა კუბეცოვას, ელენა ინჯიას, ელენა პავლოვას, ელენე წითლანაძის, ელეონორა ნაჭყებიას, ემილია ხალილოვას, თამილა კრავეიშვილის, თეა გუნთაიშვილის, თეა მინდაძის, იაკო მახარაძის, ირინა ფრანგიშვილის, იულია სოროკინას, ლალი თოფურიას, ლაურა ხაჩატურიანის, ლევან ბუჯიაშვილის, მაია ზაალიშვილის, მაკო გნოლიძის, მარინა ბიჭიაშვილის, მარიამ ხაჭაპურიძის, ნანა ბედიაშვილის, ნანა მეყანწიშვილის, ნანა მჭედლიშვილის, ნანული ბუხრაშვილის, ნინელი ამურველაშვილის, ნარგიზი ტაბატაძის, სალომე ოსაძის და ხათუნა ანიაშვილის ნამუშევრები.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: დავით აღმაშენებლის 103.