მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) 1977 წელს დააფუძნა საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით. ყოველწლიურად მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა მუშავდება ICOM-ის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და მიმართულია საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერებისაკენ. 2017 წლის კალენდარს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმების კოლექციებითა და ფონდებით უერთდება. „მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“ ისტორია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ხალხთა იდენტობის განსაზღვრისთვის და თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს განსაზღვრავს სწორედ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ ისტორიულ მოვლენათა მეშვეობით. სამწუხაროდ, სადავო ისტორია არ გამორიცხავს ტრავმულ მოვლენებს. ეს ისტორიები, რომლებიც ხშირად ნაკლებად ცნობილი ან არასწორად აღქმულია, უნივერსალური რეზონანსისაა, ვინაიდან ყველა ჩვენგანს ეხება და აღელვებს. მუზეუმები სვამენ ნებისმიერ საზოგადოებასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ კითხვებს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც იძლევა საზოგადოებრივი მეხსიერების საკითხების კრიტიკულად გააზრების საშუალებას. მრავალფეროვანი სამუზეუმო მეთოდების გამოყენებით და სადავო ისტორიების სხვადასხვა გზით ექსპონირებით, მუზეუმები გვთავაზობენ წარსულის კრიტიკული გააზრებისა და აღქმის ინსტრუმენტებს და ისტორიულ მეხსიერებასთან შერიგების ხელშეწყობას დიალოგის მეშვეობით.