შეხვედრა მომღერალ ელდარ გეწაძესთან

unnamed Copy - შეხვედრა მომღერალ ელდარ გეწაძესთან

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ 17 მაისს ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საქართველოს სახალხო არტისტთან, ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატთან, საპატიო პროფესორ ელდარ გეწაძესთან მოაწყო შეხვედრა. საღამოზე როგორც ქართველი, ისე მსოფლიო კლასიკოსების ვოკალური ნაწარმოებები შეასრულეს თავად ელდარ გეწაძემ და მისი კლასის სტუდენტება: გიორგი ჭრელაშვილმა, ალექსანდრე ხუხუშვილმა, თორნიკე გოგრიჭიანმა, ირინა რამიშვილმა, ლაშა სესიტაშვილმა, გიორგი გუგუნავამ, გივი გიგინეიშვილმა და გიგი ბერიამ, სიტყვით გამოვიდნენ ოპერის სხვადასხვა თაობის მომღერლები.

შეგახსენებთ, რომ ელდარ გეწაძე სულ ახლახანს გახდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი და თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ საღამო სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნად მოაწყო.