საგანმანათლებლო პროგრამა ,,საქართველოს ჰიმნი’’ – პრეზენტაცია

17973946 986011834865528 1338006471078253100 o - საგანმანათლებლო პროგრამა ,,საქართველოს ჰიმნი’’ - პრეზენტაცია

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამის ,,საქართველოს ჰიმნი” პრეზენტაცია 13 აპრილს გაიმართა. პროგრამის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს ჰიმნი, როგორც მუსიკალური ჟანრი და სახელმწიფო ჰერალდიკის შემადგენელი ნაწილი, ქვეყნის მუსიკალური სიმბოლო. ამასთანავე, მათ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების სურვილი აღუძრას.

პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ხელოვნებისა და მუსიკის აკადემიის “ფორტისიმო” აღსაზრდელებმა პედაგოგ ნინო გიორგაძის ხელმძღვანელობით. მათ უშუალოდ ამ პროგრამისათვის მოამზადეს და შეასრულეს საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და აშშ-ს ჰიმნები. აღსანიშნავია, რომ ყურადღება გამახვილებული იყო საქართველოს ჰიმნის შესახებ არსებულ ცნობებზე.

ჰიმნისა და ჰერალდიკის შესახებ დისკუსია მალხაზ რაზმაძემ წარმართა. პრეზენტაციის დასასრულს მან ღონისძიების მონაწილეებსა და პედაგოგებს საკუთარი ხელნაკეთი, თემატური სამახსოვრო სუვენირები გადასცა.