„კვაჭი კვაჭანტირაძე“ თურქულ ენაზე – შეხვედრა ფარნა – ბექა ჩილაშვილთან

17917510 982538118546233 406852020233270320 o - „კვაჭი კვაჭანტირაძე“ თურქულ ენაზე - შეხვედრა ფარნა - ბექა ჩილაშვილთან

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში 12 აპრილს გაიმართა შეხვედრა მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „კვაჭი კვაჯანტირაძე” თურქულ ენაზე მთარგმნელ ფარნა – ბექა ჩილაშვილთან, იგივე ფაჰრეთინ ჩილოღლუსთან. იგი თანამედროვე თურქული ლიტერატურის ერთ–ერთი საინტერესო წარმომადგენელი, ლიტერატურულ სამყაროში ცნობილი პროზაიკოსი, პოეტი და ესსეისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე გახლავთ. ქართველი მკითხველი მას სხვადასხვა დროს გამოცემული ისეთი პროზაული თუ პოეტური კრებულით იცნობს, როგორებიცაა „სასაზღვრო ფიქრები“ , „სანამ თოვს“, „ერთი წვეთი ლიმონი” და სხვა. ასევე, თარგმანებით: ოთარ ჭილაძე – „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”, ნოდარ დუმბაძე – „მზიანი ღამე”, ერლომ ახვლედიანი – „კოღო ქალაქში”, დათო ტურაშვილი – „ჯინსების თაობა”.

მიხეილ ჯავახიშვილის, მისი რომანის „კვაჭი კვაჯანტირაძე” და ზოგადად, ქართული ლიტერატურის თურქულ ენაზე თარგმნის მნიშვნელობასა და დატვირთვაზე ისაუბრეს ქართველმა მეცნიერებმა ლელა წიქარიშვილმა, გურამ ბათიაშვილმა და ბაღათურ არაბულმა. როგორც საღამოს მსვლელობისას აღინიშნა, კვაჭი კვაჭანტირაძე, ფარნა – ბექა ჩილაშვილის მეშვეობით, საბოლოოდ დაბრუნდა სტამბოლში!