ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი

chabukiani project - ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი

2017 წლის 27 თებერვალს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა, რომელიც სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს მიეძღვნა. ვახტანგ ჭაბუკიანის მუზეუმის საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია მუზეუმების გაერთიანების პირველი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ვახტან ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის ნაწილობრივ რეაბილიტაციას გულისხმობდა – კერძოდ, მხოლოდ ერთი საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია-რეექსპოზიციას. სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვალა იატაკის საფარი, მუზეუმში შეიცვალა წყალგაყვანილობის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა გამოსაფენ მასალას, შეიცვალა საგამოფენო ქეისები და ელექტროგანათების სისტემა. მოეწყო ფონდებისა და კოლექციების ოთახი, კეთილმოეწყო სადარბაზო და შესასვლელი.
განახლებულ საგამოფენო დარბაზში პირველად გამოიფინა დიდი ქართველი ბალეტმაისტერის, ვახტანგ ჭაბუკიანის სასცენო კოსტიუმები ისეთი წარმატებული სპექტაკლებიდან, როგორებიცაა – „წითელი ყაყაჩო“, „ცეცხლის ცეკვა მაშხალებით“, „ოტელო“, „რაიმონდა“, „ლაურენსია“, „ტარას ბულბა“, „კორსარი“, „კარმენი“, „დონ-კიხოტი“ და „ბაიადერა“.