თბილისის მუზეუმების გაერთიანება ულოცავს ქალბატონ მზია ნადირაძეს დაბადების დღეს და უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და იმ მნიშვნელოვანი საქმეების გაგრძელებას, რომელსაც უკვე ათწელეულებია აკეთებს. მზია ნადირაძე 1934 წლის 5 იანვარს დაიბადა. ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო კულტურის სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა, 1977 წლიდან კი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორად დაინიშნა. მუზეუმი თბილისის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს კერად აქცია. მზია ნადირაძის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში აღდგენილი იქნა მემორიალობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის 80-იან წლებში მუზეუმში გამართულმა ტრადიციულმა „ხუთშაბათობებმა” სამეცნიერო კვლევითი შინაარსი შეიძინა. ქალბატონი მზიას ინიციატივით, მუზეუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს გააქტიურება შესაძლებელი გახადა, ქართული ინტელიგენციის აქტიური ჩარევით, მუზეუმისათვის 1987 წელს, ივანე ჯავახიშვილის #7-ში მდებარე ორსართულიანი სახლის გადმოცემა, რომელშიც 1889-1901 წწ. ცხოვრობდნენ ილია ჭავჭავაძე მეუღლით და მისი და – ელისაბედ საგინაშვილი. ამავე შენობაში მოთავსებული იყო გაზეთ „ივერიის” რედაქცია და სტამბა. 1987 წელს მუზეუმს შეეცვალა სტატუსი და სახელწოდება. დღეს, თბილისში ილია ჭავჭავაძის სახელის უკვდავყოფას ემსახურება თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, რომელიც სამუზეუმო კომპლექტს წარმოადგენს, მასში მუდმივ მოქმედი ექსპოზიციები ფუნქციონირებს, ექსპოზიციების შინაარსი დამთვალიერებელთა დიდ ინტერსს იწვევს, წარმოდგენილია არა მარტო ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის რთული გზა, არამედ წარმოჩენილია ილია ჭავჭავაძის ღრმა და საინტერესო პიროვნება. ქალბატონი მზია ნადირაძე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნარკვევის და სამუზეუმო პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სტატიების, რის გამოც დაჯილდოებულია: ქართულ ჟურნალისტიკაში არსებული უმაღლესი ჯილდოთი „ოქროს ფრთა”, მედლით „საქართველოს კულტურის ამაგდარი”, არაერთხელ იქნა აღიარებული წლის საუკეთესო პროფესიონალად და სხვა. სამუზეუმო საქმიანობაში თვალსაჩინო წვლილის შეტანისათვის მზია ნადირაძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, არჩეულია ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქედ.
ქალბატონი მზია დღესაც დიდი შემართებით ემსახურება თავის საყვარელ საქმეს და თავისი წვლილი შეაქვს თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიისა და მიზნების შესრულებაში.