ვახტანგ ჭაბუკიანი და „კულტურის საერთაშორისო ფორუმი”

chabukianis kostiumi 1 - ვახტანგ ჭაბუკიანი და „კულტურის საერთაშორისო ფორუმი”

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის დირექტორი, დავით ჯანგველაძე აგრიპინა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორის, ნიკოლოზ ცისკარიძის მიწვევით 2016 წლის 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე სამუშაო ვიზიტით ქალაქ სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა.

ვიზიტის მთავარ მიზანს აგრიპინა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის მემორიალური კაბინეტისათვის ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ სახელით, ვახტანგ ჭაბუკიანის სასცენო კოსტიუმისა (ფენიქსი „წითელი ყაყაჩო“) და ფოტომასალის ასლების საჩუქრად გადაცემა წარმოადგენდა. ვახტანგ ჭაბუკიანი საბალეტო ხელოვნებას სწორედ ამ სასწავლებელში, 1926-1929 წწ.-ში ეუფლებოდა.

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის დირექტორმა, პროგრამის თანახმად, სხვადასხვა ქვეყნის საბალეტო ჟურნალების მთავარ რედაქტორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო ღონისძიებაში „ბალეტის კრიტიკა ინტერნეტის ეპოქაში“, დაესწრო მარინის   თეატრში   გამართულ   „სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო კულტურული ფორუმის“ საზეიმო გახსნის ცერემონიალს და მონაწილეობა მიიღო ამავე თეატრში გამართულ ბალეტის სამეცნიერო-თეორიულ სესიაში. სესიის დამთავრების შემდეგ დაესწრო ბალეტ „ქვის ყვავილის“ გენერალურ რეპეტიციას.