fbpx

(+995 32) 2305 001

სტაჟირების პროგრამა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

  • 20

    09/18

  • სტაჟირების პროგრამა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

    თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისია, ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. თანამედროვე მუზეუმებმა უნდა გააფართოვოს თავისი თვალსაწიერი და პრიორიტეტად კოლექციასთან ერთად დამთვალიერებელი აქციოს. თბილისის მუზეუმების გაერთიანების სივრცეში არსებული გამოფენები, კოლექციები და ღონისძიებები   მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია. მუზეუმის ფუნქციიდან და მიზნებიდან  გამომდინარე მისი საქმიანობა გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა, ორიენტირებულია სამუზეუმო, საგანმანათლებლო და  სამეცნიერო მიმართულებებზე. მუზეუმები თავისთავად ინახავენ და იცავენ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს და შენახვა-დაცვასთან ერთად თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისია დაცული ფონდებისა და კოლექციების საგანმანათლებლო რესურსად ქცევას გულისხმობს.

    თბილისის მუზეუმების გაერთიანება მათ, ვინც დაინტერესებულია სამუზეუმო საქმიანობით, სთავაზობს მოხალისეობრივ 2 თვიან სტაჟირებას გაერთიანაბაში შემავალ მუზეუმებში. მოხალისეები ჩართულები იქნებიან მუზეუმების საინტერესო ცხოვრებაში და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სტაჟირების დამთავრების შემდეგ გაიცემა რეკომენდაცია და სერთიფიკატი. სტუდენტებისთვის სამუშაო გრაფიკი შეთანხმებით. დაინტერესების შემთხვევაში მსურველებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი „ჩემი მუზეუმი“, მისამართზე: infotbilisimuseumsunion@gmail.com

    განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 8 ოქტომბერი