(+995 32) 2305 001

თბილისის მუნიციპალური „მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა (თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა – განკარგულება 30.02.651 და წარმოადგენს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც გულისხმობს 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და  ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება.

  • თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
  • თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი
  • თბილისის ვახტანგ  ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი
  • თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
  • თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი
  • თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
  • თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი
  • თბილისის თოჯინების მუზეუმი
  • თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98

 

თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების 2017 წლის მიზანია სამუზეუმო გაერთიანების მიზნების შესაბამისად გაერთიანების ინსტიტუციურ ფორმად ჩამოყალიბება, ახალი საგამოფენო კონცეფციებისა და ექსპოზიციების მომზადება, გაერთიანების ერთიანი საგამოფენო სტრატეგიის შექმნა, საინფორმაციო ბაზებისა და სამეცნიერო მიმართულებების მომზადება და სხვა.

მუზეუმების გაერთიანების მისია, ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. თანამედროვე მუზეუმებმა უნდა გააფართოოს თავისი თვალსაწიერი და პრიორიტეტად კოლექციასთან ერთად დამთვალიერებელი აქციოს.