მოდი ღამე მუზეუმში –„ვიხსენებთ უთქმელს”

  • 29

    05/17

  • მოდი ღამე მუზეუმში –„ვიხსენებთ უთქმელს”

    27 მაისს „ღამე მუზეუმში“ საერთაშორისო აქციის ფარგლებში,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმში გამართა თეატრალიზებული წარმოდგენა – „ცისა ფერს“. მონაწილეებმა და სტუმრებმა ერთად აღადგინეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა, გააცოცხლეს პერსონაჟები და სიტუაციები; სტუმრებს საშუალება მიეცათ სალონის უშუალო სტუმრები გამხდარიყვნენ და ჩართულიყვნენ დისკუსიაში. წარმოდგენაში მონაწილეობა ნებისმიერ სტუმარსა და დამთვალიერებელს შეეძლო. ღონისძიების მასპინძლები – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიული სახლ-მუზეუმის თანამშრომლები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების „პოეზიის აფთიაქი“.