(+995 32) 2305 001

მოდი ღამე მუზეუმში – „ვიხსენებთ უთქმელს“

  • 29

    05/17

  • მოდი ღამე მუზეუმში – „ვიხსენებთ უთქმელს“

    27 მაისს „ღამე მუზეუმში“ საერთაშორისო აქციის ფარგლებში,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გამართა ინტერაქტიული წარმოდგენა „ვიხსენებთ უთქმელს“. წარმოდგენა სალონური, საზეიმო მუსიკით გაფორმდა. საღამოს განმავლობაში მუზეუმის ფონდში ახლად შემოსული, კომპოზიტორის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური კადრები გაშუქდა. სტუმრებს საშუალება მიეცათ  ეხილათ ზურაბ სამხარაძის მიერ ზაქარია ფალიაშვილის და უცნობი ავტორის მიერ შესრულებული ირაკლი ფალიაშვილის პორტრეტები, სხვადასხვა ავტორების მიერ, სხვადასხვა დროს შესრულებული ბიუსტები, ზაქარია ფალიაშვილის სასცენო კოსტიუმი და ატრიბუტები, მემორიალური ნივთები და სხვა ექსპონატები.

    საღამოს ინტერაქტიული წარმოდგენის ხასიათი ჰქონდა, ვინაიდან თითოეულ სტუმარს ზაქარია ფალიაშვილის ეპოქალური ბოჰემის მონაწილე გახდა. რაც მთავარია, „უთქმელის გახსნებაში” საკუთარ წვლილი შეიტანა.